ავტომობილები

ჩვენ გვაქვს ნებისმიერი გემოვნების სხვადასხვა ტიპის ავტომობილები. ჩვენი ავტომობილების ჩამონათვალში შედის ეკონომ, საშუალო და ბიზნეს კლასის ავტომობილები. ჯიპები იდეალური ვარიანტია სოფლის გზებისთვის, მინივენები ოჯახური მოგზაურობისვის, ხოლო სპორტული მანქანები ქალაქში გადაადგილებისას.

მისაღები ფასები

ავტომობილების ფასები ოფტიმალურადაა გათვლილი მომხმარებლებზე. მათ სისტემატურად ვთავაზობთ სხვადასხვა ფასდაკლებებს. ჩვენი კომპანია ასევე გალფ პეტროლიუმის კლუბის წევრია, რის შედეგადაც გალფის საწვავზე ვღებულობთ ფასდაკლებებს. მომხმარებლები არ არიან შეზღუდულები ავტომობილის გარბენში. ავტომობილები 100% დაზღვეულია, და თუ მძღოლი განზრახ არ მიაყენებს ავტომობილს ზიანს და მართავს მას ფხიზელ მდგომარეობაში ავტოავარიის დროს ავტომობილის ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია ფარავს.

ფარული ხარჯების გარეშე

ჩვენ ვზუნავთ მომხმარებლებზე და მათგან არანაირი დაფარული ხარჯი არ გვაქვს. დამატებითი ხარჯები მხოლოდ ისეთი დამატებითი მომსახურებისთვისაა როგორიცაა: ავტომობილის მიყვანა და მოყვანა, მძღოლის მომსახურება, სხვა ქვეყნის საზღვარზე გადასასვლელი დოკუმენტაციის მომზადება, GPS ნავიგაცია, სახურავზე ბარგის სამაგრი და საბავშვო სავარძელი.....

ჩვენთან დაჯავშნა მარტივია

ჩვენი მარტივად მოწყობილი ვებსაიტის საშუალებით სულ რაღაც ხუთ წუთში შეიძლება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა. ადგილს და დროს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გქონდეთ ინტერნეტზე წვდომა.

მხოლოდ სუფთა და საიმედო ავტომობილები

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ავტომობილებს. ავტომობილები ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულებია. თითოეული მგზავრობის შემდგომ ისინი გადიან ტექნიკურ შემოწმებას და წმენდას, სადაც უმცირეს ხარვეზსაც კი აგვარებენ.

და სხვა მრავალი მომსახურებები

ჩვენ ვუზრუნველყობთ ისეთ მომსახურებებს როგორიცაა ავტომობილის მიყვანა და მოყვანა, მძღოლი, დოკუმენტების მომზადება მეზობელ ქვეყნებში გადასასვლელად, 24 საათიანი დახმარება ავტომობილის დაზიანებისას, გალფ პეტროლიუმის საწვავის ფასდაკლების ბარათი და სრული დაზღვევა ავტომობილზე. ასევე ჯავშნის 48 საათით ადრე გაუქმებისას ჩვენთან მომხმარებელს არ ეკისრება არანაირი გადასახადი.