• ვინ ვართ ჩვენ


    ჩვენი მყუდრო კომპანია ჩამოყალიბდა 2014 წელს. როდესაც პირველედ დავფუძვნდით ჩვენი მისია იყო მომხმარებლების მაღალი დონის მომსახურება. ჩვენმა ოცნებამ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მომხმარებლებისა და მომსახურე პერსონალისთვის, გააგრძელა თანაარსება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ძალიან თბილები და მეგობრულები არიან, ისინი ყოველთვის ცდილობენ უშუალო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგად, უმალვე ახერხებენ სათანადო დახმარების გაწევას. ჩვენს კომფორტულ მანქანებთან ერთად ყველაზე გრძელი გზაც კი ხანმოკლეა.
  • რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კომპანია


    Royal Car Rent- ი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას ავტომობილების გაქირავების სფეროში. ჩვენი ავტომობილები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და აქსესუარებით, როგორიცაა GPS ნავიგაცია, სახურავზე ბარგის სამაგრი, ბავშვის სავარძელი და ასე შემდეგ. ყოველი მგზავრობის შემდგომ ჩვენი ავტომობილები გადიან დეტალურ ტექნიკურ შემოწმებასა და წმენდას, რა დროსაც უმცირესი ხარვეზებიც კი აღმოიფხვრება. ჩვენ მომხმარებლებზე მორგებული კომპანია ვართ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას. მომხმარებლის ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაა. მზგავსი კომპანიებისაგან განსხვავებით ჩვენი ფასები უფრო მისაღები და მანქანები უფრო მოწესრიგებულებია.

  • ავტომობილები ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის



    ჩვენ ვუზრუნველყოფთ ავტომობილების მრავალფეროვან არჩევანს ოფტიმალურ ფასებში. წარმოვადგენთ როგორც ეკონომ კლასის, ასევე საშუალო, ბიზნეს კლასის ავტომობილებს და მინივენებს. მომხმარებლები ადვილად ირჩევენ და ჯავშნიან ავტომობილებს ჩვენ უმარტივესად მოწყობილ ვებსაიტზე.