ხშირად დასმული კითხვები
ჩვენი ერთგული პერსონალი ყოველთვის ცდილობს ავტომობილების ქირავნობის პროცესების მაქსიმალურად გამარტივებას. ხშირად დასმულ შეკითხვებში მოცემული პასუხები იძლევა საჭირო ინფორმაციას ავტომობილების დაქირავების, დაჯავშნის, დაზღვევის და სხვა დამატებით მომსახურებასთან დაკავშირებით.
პასუხებს რომლებსაც ეძებთ, შეგიძლიათ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვების სექციაში. იმ შემთხვევაში თუ საჭირო პასუხს ვერ იპოვით, არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა და მოხარულია დახმარების გასაწევად.
ტელეფონი: +995 557 02 33 00; +995 591 19 19 23
ელ-მისამართი: inforoyalcarrent@gmail.com
გაქირავების პირობები
1. წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები წარმოადგენს დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების ქირავნობის მიზნით შესასრულებელ სავალდებულო პირობებს; წარმოადგენს ამავე მხარეთა შორის გაფორმებული ინსპექტირების აქტის განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთობლიობაში;
2. მხოლოდ ინსპექტირების აქტით განსაზღვრულ, ან შესაბამისი წესით უფლებამოსილ პირს შეუძლია მართოს დაქირავებული სატრანსპორტო საშუალება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალება გამქირავებელს უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებულ დღეს, შეთანხმებულ მისამართზე, იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მას გადაეცა.
4. დამქირავებელი ვალდებულია გასწიოს ყველა ხარჯი, რაც უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას / სარგებლობას იმ დროის განმავლობაში, როცა ის უშუალოდ ფლობდა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას (საწვავის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად დაკისრებულ ჯარიმებს ან/და ნებისმიერ სხვა ხარჯს, რომელიც წინამდებარე დოკუმენტში პირდაპირ არ არის მითითებული, თუმცა გამომდინარეობს ქირავნობის საგნით სარგებლობის მიზნებიდან).
5. დამქირავებელი ვალდებულია ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც ეხება გამქირავებლის მიმართ ქირავნობის საგნიდან გამომდინარე ზიანის მიყენებას (მათ შორის და არა მხოლოდ: ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომობილის გატაცება თუ სხვა) დაუყოვნებლივ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ გამქირავებელს შემდეგ ნომერზე: +995 591191923 ან/და სადაზღვევო კომპანიას შემდეგ ნომერზე: + 995 557 023 300;
6. დამქირავებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას გზებზე დადგენილი მოძრაობის წესები; ასევე ქირავნობის საგანი გამოიყენოს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გათვალისწინებულ საგზაო მონაკვეთზე. აკრძალულია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მიუვალ (უგზო) ტერიტორიაზე.
7. დამქირავებელს ავტოსატრანსპორტო საშულება გადაეცემა გამართულ, ტექნიკურად ვარგის და ექსპლუატაციისათვის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, შესაბამისი დაზღვევით, თუმცა დამქირავებელი ადასტურებს, რომ აღნიშნული დაზღვევა არ ათავისუფლებს მას სათანადო წესების დაცვით მოახდინოს ქირავნობის საგნის ექსპლუატაცია.
8.ხელშეკრულების გაფორმებისა და მანქანის აღების შემდეგ კომპანია იტოვებს უფლებას, კლიენტისგან მანქანის ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, თუ კლიენტს აქვს რაიმე საპატიო მიზეზი, გადაუხადოს კლიენტს გარკვეული თანხა გადახდილი ღირებულებიდან. სახელმწიფო გადასახადების დაფარვისა და მანქანის არაგონივრული ლოდინის ხარჯების გამო, ან კონკრეტულ ავტომობილზე სხვა ჯავშნების დაუშვებლობის გამო კლიენტების დაჯავშნის პერიოდში
9. გამქირავებელი ვალდებულია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია დამქირავებელს ან/და აღმოუჩინოს შესაძლო საჭირო დახმარება დროულად ქირავნობის პირობებისა და ქირავნობის საგნით სარგებლობის მიზნებიდან გამომდინარე.
10. მხარეთა შორის ხელმოწერილი ინსპექტირების აქტით გათვალისწინებული ქირავნობის ფასი მოიცავს საქართველოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, ხოლო მხარეთა შორის ანგარიშსწორებისას გამოიყენება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი. დამქირავებლის მიერ ანგარიშსწორება ხდება წინასწარ, ქირავნობის საგნის გადაცემამდე. ამასთან, დეპოზიტის სახით გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება დამქირავებელს ქირავნობის საგნის დაბრუნებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ დოკუმენტით დადგენილი პირობები დაირღვევა ან/და ქირავნობის საგანი დაზიანდა დამქირავებლის მიერ.
11. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით და შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, გადაწყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა შორის ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) დაუყოვნებლივ უნდა აღსასრულდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
12. ამ დოკუმენტზე ხელისმოწერით, მხარეები თანხმდებიან, რომ მხარეთა შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღების და უკან დაბრუნების თარიღები წარმოადგენს იმავე თარიღებს, რაც მითითებულია ინსპექტირების აქტში; ხოლო ნებისმიერი ცვლილება ან შეთანხმება ამ დოკუმენტით დადგენილი პირობებიდან გამომდინარე გაფორმდება წერილობით. ამასთან, დამქირავებელი ადასტურებს, რომ მას ქირავნობის საგანი გადაეცა წინამდებარე დოკუმენტსა და ინპექტირების აქტზე მითითებულ დღეს.
13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია წარმოადგენს დამქირავებლის უფლებამოსილებას, რომლის გამოუყენებლობა ან/და დაგვიანებით გამოყენება არ იწვევს ინსპექტირების აქტით შეთანახმებული ქირის გადახადაზე უარის თქმას ან/და ქირის ოდენობის შემცირებასა და ქირავნობის საფასურის გადახდის ვადების ცვლილებას. ქირავნობის მიზნებისთვის, ითვლება, რომ დამქირავებელი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობას იწყებს წინამდებარე დოკუმენტსა და ინპექტირების აქტზე ხელისმოწრისთანავე.
14. იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალების გამქირავებლისთვის დაბრუნებისას აღმოჩნდება, რომ სატრანსპორტო საშუალება არის დაზიანებული, კერძოდ მას აქვს ნაკლი/დაზიანება, რაც არ იყო აღნიშნული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ინსპექტირების აქტში ან/და ზარალის დადგომის შემთხვევაში დამქირავებელმა დაუყოვნებლივ არ აცნობა გამქირავებელს, დამქირავებელს წარმოეშვება ვალდებულება, აუნაზღაუროს გამქირავებელს ამით გამოწვეული ნებისმიერი ხარჯი და ზიანი.
15. წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები ძალაშია ხელმოწერიდან (ავტოსატრანსპორტო საშუალების დამქირავებლისათვის გადაცემიდან) გამქირავებლისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებამდე.
16.მეიჯარე ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს სხვა ავტომობილი, მაშინ როცა ავტომობილს ტექნიკური პრობლემა აქვს. ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების დაქირავების შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარე არ უბრუნდეს გაქირავების საფასურს, თუ დაქირავებული ავტომობილი კარგ ექსპლუატაციურ მდგომარეობაშია და/ან მანქანის ტექნიკური ავარიის შემთხვევაში კლიენტი უარს ამბობს მიიღოს სხვა მანქანა მეიჯარეს მიერ.
17. გამქირავებელი ვალდებულია:
უზრუნველყოს წინამდებარე დოკუმენტებითა და ინსპექტირების აქტით განსაზღვრული პირობების შესრულება და დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით სარგებლობის უფლება.
18. დამქირავებელი ვალდებულია:
დანიშნულებისამებრ გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალება;
არ მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლურ ან/და ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ;
არ გადასცეს სატრანსპორტო საშუალება ნებსმიერ მესამე პირს, მათ შორის (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):
ა) არასრულწლოვან პირს;
ბ) პირს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა;
გ) პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლურ ან/და ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ;
დაიცვას მოძრაობის წესები;
არ დაარღვიოს იმ ქვეყნის კანონმდებლობა სადაც გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალებით;
სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამქირავებელს;
დაიცვას სატრანსპორტო საშუალება დაზიანებისგან და გაუფრთხილდეს მას.
სატრანსპორტო საშუალების გამქირავებლისთვის დაბრუნებისას, თუკი აღმოჩნდება, რომ სატრანსპორტო საშუალება არის დაზიანებული, აუნაზღაუროს გამქირავებელს ამით გამოწვეული ნებისმიერი ხარჯი და/ან ზიანი.
19. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დამქირავებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ გამქირავებლისთვის წარდგენილი მართვის მოწმობა არ არის გაყალბებული და მას აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 6 თვიანი სტაჟი; ასევე არის ქმედუნარიანი, 21 წლის და აქვს ამ დოკუმენტისა და ინსპექტირების აქტის გაფორმების სრული უფლებამოსილება;
20. დამქირავებელი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ ამ პირობებითა და ინსპექტირების აქტით განსაზღვრული ვალდებულებათა შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი.
21.დამქირავებელი აცხადებს თანხმობას დააბრუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე მოცულობის საწვავით, როგორც მას გადაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აანაზღაუროს საწვავის შესაბამისი ოდენობის პროპორციული თანხა.
22. ავტოსატრანსპორტო საშუალება დამქირავებელს გადაეცემა შესაბამისი დაზღვევით. რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მიმართ დამქირავებლის მიერ გაუფრთხილებლობით ან/და მესამე მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სრული სადაზღვევო პაკეტით. დამქირავებელი ვალდებულია ნებისმიერი ზარალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამქირავებელს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ მოახდინოს ავტომობილის გაყვანა შემთხვევის ადგილიდან უფლებამოსილი პირის მითითების გარეშე.
უნდა იყოთ 21 წლის და მართავდეთ ავტომობილს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
თან უნდა იქონიოთ მოქმედი მართვის მოწმობა, რომელსაც ვადა მინიმუმ 6 თვეში ეწურება. თუ კი თქვენი მოწმობა არ არის დაბეჭდილი ლათინური ასოებით სავალდებულოა იქონიოთ მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ქართული/ინგლისური თარგმანი.
ასევე შეიძლება გახდეს საჭირო პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ გადახდის ყველა ძირითად ფორმებს (საკრედიტო ბარათები, ნაღდი ანგარიშსწორება, საბანკო გადარიცხვა). დეპოზიტი არ არის საჭირო.
ჩვეულებრივ ჯავშნის დადასტურებას გადახდის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთი სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი ჯავშანი არ დადასტურდა 24 საათის განმავლობაში ან ავტომობილს ბოლო წუთებში ჯავშნით (მინიმუმ 48 საათში აპირებთ წაყვანას) აუცილებლად დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით:+995 557 02 33 00; +995 591 19 19 23; inforoyalcarrent@gmail.com
ჯავშნის 48 საათით ადრე გაუქმებისას მომხმარებელს არანაირი დამატებითი გადასახადი არ ეკისრება. თუ კი თქვენ დროულად არ გააუქმებთ ჯავშანს ან დროულად არ გამოცხადდებით ავტომობილის წასაყვანად გადახდილი თანხა არ აგინაზღაურდებათ. რეზერვაციის შეცვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა შესაძლებელ ვარიანტს განვიხილავთ.
დიახ, შესაძლებელია. მთავარია მინიმუმ 24 საათით ადრე გაგვაფრთხილოთ. მომსახურება დამატებით ხარჯებში შევა.
ავტომობილის ქირავნობის გადახდა 24 საათიანი ციკლით ითვლება. თუ კი 24 საათიან ციკლს გადააჭარბებთ, ჩაგეთვლებათ როგორც შემდგომი დღე.
თუ კი დროულად ვერ აბარებთ მანქანას, ან გიწევთ მისი დროზე ადრე დაბრუნება, დაგვიკავშირდით და ყველა შესაძლებელ ვარიანტს განვიხილავთ.
შინაური ცხოველების გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი გადამყვანი საშუალებით.
ჩვენ ავტომობილში არამწეველების მკაცრი პოლიტიკის მიმდევრები ვართ. თუ კი ავტომობილის დაბრუნების შემდგომ სიგარეტის მოწევის შედეგად საჭირო იქნება ავტომობილის საგანგებოდ დასუფთავება, დამქირავებელს დაეკისრება დასუფთავების ღირებულების ოდენობის დამატებითი გადასახადი.
დიახ, მომხარებლებს ძირითადათ სამოგზაურო დაზღევა აქვთ. ავტომობილები 100% დაზღვეულია.
დამქირავებელი ვალდებულია დაფაროს ყველა ჯარიმა არასწორი პარკირებისა და საგზაო წესების დარღვევის დროს
დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება დამატებითი მძღოლის მონაცემების კონტრაქტში ჩაწერა. ასევე უნდა მოხდეს მეორე მძღოლის მოქმედი მართვის მოწმობის წარდგენა.
დიახ, შესაძლებელია. მთავარია მინიმუმ 24 საათით ადრე გაგვაფრთხილოთ. მომსახურება დამატებით ხარჯებში შევა.
არა, დაჯავშნისას თქვენ უნდა მოგვაწოდოთ მძღოლის სახელი და გვარი და საკრედიტო ბარათის მონაცემები. საკრედიტო ბარათის სახელი ასევე უნდა შეესაბამებოდეს მძღოლის სახელს.
ავტომობილი უნდა დააბრუნოთ იგივე ოდენობის საწვავით რა ოდენობითაც წაიყვანეთ
ავტომობილის დაზიანებისა და ავარიის შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდით მოცემულ ნომრებზე: +995 557 02 33 00 ან +995 591 19 19 23
გახსოვდეთ: ავარიის დროს არავითარ შემთხვევაში არ გადააყენოთ ავტომობილი, რათა სადაზღვეომ აანაზღაუროს ხარჯები
დაგვიკავშირდით :
ტელეფონი: +995 557 02 33 00; +995 591 19 19 23
ელ-მისამართი: inforoyalcarrent@gmail.com
თუ კი რეზერვაციის დროს საზღავარზე გადასვლის თხოვნას ვერ დააფიქსირებთ, გადასვლამდე მინიმუმ 24 საათით ადრე დაგვიკავშირდით მოცემულ ნომრებზე:+995 557 02 33 00 ან +995 591 19 19 23 და ჩვენ დაგეხმარებით სათანადო დოკუმენტების მომზადებაში. მომსახურება დამატებით ხარჯებში შევა.
იხილეთ ინფორმაცია მოცემულ ბმულზე:
http://www.geocarrent.ge/rental-terms.html
დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 557 02 33 00; +995 591 19 19 23
ელ-მისამართი: inforoyalcarrent@gmail.com
ნებისმიერ პირს ავტომობილის დაქირავებისას სავალდებულოა ჰქონდეს მოქმედი მართვის მოწმობა.
ჩვენი კლიენტები ყოველთვის სარგებლობენ კომპანიის წამახალისებელი აქციებით. მიმდინარე წახალისება მოიცავს შეუზღუდავ გარბენს, ფასდაკლებას გალფის საწვავზე და სპეციალური ფასდაკლებების პაკეტებს.
ავტომობილის ტექნიკურ დოკუმენტში.
Royal Car Rent- ს აქვს საკუთარი სერვერები და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის და შენახვის უსაფრთხოებას. მონაცემთა გადაცემა დაცულია SSL-ის კოდირებით და მათი დეკოდირება ხდება კომპანიის სერვერში მოხვედრისას.
ვებგვერდი: http://www.geocarrent.ge/
ტელეფონი: +995 557 02 33 00; +995 591 19 19 23
ელ-მისამართი: inforoyalcarrent@gmail.com